Merchandising Company
მობილური
(+995) 555 31 55 77
ელ-ფოსტა
info@display.ge
სამუშაო დრო
ორ - შაბ 8:00 - 19:00

DISPLAY MAX



კომპანია Display Max  დაარსდა 2014 წელს. ჩვენ ვართ მერჩენდაიზინგის სფეროში არსებული წამყვანი კომპანია საქართველოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მომსახურების თანამედროვე, გაუმჯობესებული ვარიაციები, რომელიც სერვისს უფრო ხელმისაწვდომს, მარტივსა და მომგებიანს გახდის, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებელი კომპანიებისთვის. Display Max-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მერჩენდაიზერებით, პრომო აგენტებითა და კონსულტანტებით. მუშაობის წარმართვის პროცესს კი ევროპულ ანალოგებზე დაფუძნებული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის კომფორტზე. მაქსიმალურად ვცდილობთ გავიგოთ, გავიაზროთ მათი მოთხოვნები და შემდეგ შევქმნათ შესაბამისი სერვისი/მომსახურება და არა პირიქით. ჩვენ ვერგებით დროს, ვუწყობთ ფეხს ცვლილებებს, ვქმნით ახალს.

 გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

    1. პროდუქციის კლასიფიკაცია ასორტიმენტის მიხედვით.
    2. პროდუქციის თაროებზე განთავსება - სწორი ფეისების შერჩევა. ნაშთის საწყობში შენახვა - მარაგების კონტროლი.
    3. ფასებისა და ვადების კონტროლი. დროულად გაყიდვის მიზნით დაბალვადიანი წარმოების შედარებით წინა პლანზე განთავსება.
    4. პრომო აქციების, ფასდაკლებების, შეთავაზებების ორგანიზება.
    5. აღწერების წარმოება და ნაშთის კონტროლი.
    6. თაროებისა და საწყობის დასუფთავება/დალაგება/მოწესრიგება.
    7. პირადი წარმომადგენლის - კონსულტანტის/პრომო აგენტის/გამყიდველის მომსახურება.

კომპანია Display Max ქმნის გარემოს, სადაც:
  •  ორგანიზაციული კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებული;
  •  თანამშრომლებს აქვთ დაცული, კრეატიული ატმოსფერო და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  •  მომხმარებლის აზრი და სურვილი ყოველთვის პირველ ადგილზეა;
  •  უზრუნველყოფილია უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისის მიწოდება, რაც მათი მოლოდინების გადაჭარბების აშკარა ფაქტებს ქმნის.

up